დასის საიტზე ცეკვებისა და ვარჯიშების ვიდეო გაკვეთილებია
თვეში მხოლოდ 34.95 ლარად მიიღებ:
- წვდომას 50 მაღალი ხარისხის ვიდეო გაკვეთილზე
- საქართველოს საუკეთესო ინსტრუქტორების გამოცდილებას
- შესაძლებლობას, იცეკვო და ივარჯიშო ნებისმიერ დროს
- სახლიდან ან შენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ადგილიდან

აქ შეგიძლია თამამად ენდო პროფესიონალებს და ამავე დროს უსმინო საკუთარ სხეულს. ცეკვა და ვარჯიში აქციო შენს საყვარელ ჰობად და ყოველდღიურ პატარა ზეიმად. როცა მოძრაობა სიამოვნებაა და არა ვალდებულება. დასზე გაკვეთილი არავისთვის გაქვს ჩასაბარებელი, აქ მხოლოდ შენს თავს ედრები და ყოველი მოძრაობის შედეგად რწმუნდები, რომ უკეთ გრძნობ თავს.
როგორ გახდე დასის წევრი?
- გაიარე მარტივი რეგისტრაცია ჩვენს საიტზე
- შეიყვანე ნებისმიერი ბანკის ბარათის მონაცემები, საიდანაც თვეში ერთხელ ჩამოგეჭრება 34.95 ლარი
- აირჩიე ვიდეო გაკვეთილი სირთულის დონის, კატეგორიის, ინსტრუქტორის ან სხეულის ზონის მიხედვით და მომენტალურად დაიწყე ვარჯიში ან ცეკვა.
გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს მარტივად შეგიძლია, დასის საიტიდან "გამოწერის გაუქმების" ღილაკით, ან მეილზე / მესინჯერში შეტყობინების გამოგზავნით.
ფიზიკური აქტიურობა საკუთარი თავისადმი სიყვარულის გამოვლენაა. საკუთარი თავის სიყვარული - წარმატების გასაღებია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
დასზე თავად ირჩევ როგორი მოძრაობა გჭირდება დღეს.
აღმოაჩინე შენთვის სასურველი კატეგორია
იცეკვე და ივარჯიშე საუკეთესო ინსტრუქტორებთან ერთად
ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 30 წლიანი გამოცდილებით.
ქეთი ტანვარჯიშში საქართველოს სამგზის ჩემპიონი და ტანვარჯიშის აკადემიის დამფუძნებელია. ქეთი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
პროფესიონალი ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ლათინური ცეკვების 7-გზის ჩემპიონი. მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ (DWTS) სამგზის ფინალისტი საქართველოში და ირლანდიაში. სალომე, მსოფლიო მასშტაბით, 57-ე ადგილს იკავებს პროფესიონალურ ლათინურ მოცეკვავეებს შორის (WDC Professional Latin). იგი არის საცეკვაო სტუდია „Prime Dance“-ის დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალერინა 20+ წლიანი გამოცდილებით. "გაწელვები (stretching) ყოველთვის იყო ჩემი პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ როგორ შეუძლია გაწელვებს არა მხოლოდ სხეულის, არამედ საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება."
ბოდი ბალეტის, პილატესისა და გაწელვების სერტიფიცირებული მწვრთნელი 15 წლიანი გამოცდილებით. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში, ბალერინა და მუსიკალური თეატრის სოლისტი.
ზუმბას პირველი ლიცენზირებული ინსტრუქტორი საქართველოში. ინკლუზიური საცეკვაო დასის ხელმძღვანელი.
ტყუპი ძმები, პროფესიონალი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, "Twincity Dance Studio"-ს დამფუძნებლები არიან. მათ საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც პოპულარული მეგა-შოუს — „შენ შეგიძლია ცეკვის“ ქორეოგრაფებს. მათი შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური სტილითა და პროფესიონალიზმით, რაც საფუძვლად დაედო მათ საცეკვაო სტუდიას.
თეკო ჯგუფური ვარჯიშების, ზუმბასა და აერობიკის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია. ამავდროულად, იგი მუშაობს როგორც პერსონალური მწვრთნელი, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომითა და პროფესიული მხარდაჭერით დაეხმაროს სასურველი შედეგის მიღწევაში.

















