იცეკვე და ივარჯიშე საუკეთესო ინსტრუქტორებთან ერთად

თეა დარჩია
ქართული ცეკვა
თეა დარჩია

ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 30 წლიანი გამოცდილებით.

ქეთი ხატიაშვილი
გაწელვითი ვარჯიშები
ვარჯიშები
ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ტანვარჯიშში საქართველოს სამგზის ჩემპიონი და ტანვარჯიშის აკადემიის დამფუძნებელია. ქეთი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სალომე ჭაჭუა
ლათინო-ამერიკული ცეკვები
სალომე ჭაჭუა

პროფესიონალი ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ლათინური ცეკვების 7-გზის ჩემპიონი. მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ (DWTS) სამგზის ფინალისტი საქართველოში და ირლანდიაში. სალომე, მსოფლიო მასშტაბით, 57-ე ადგილს იკავებს პროფესიონალურ ლათინურ მოცეკვავეებს შორის (WDC Professional Latin). იგი არის საცეკვაო სტუდია „Prime Dance“-ის დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი.

ნინა მახაშვილი
გაწელვითი ვარჯიშები
ნინა მახაშვილი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალერინა 20+ წლიანი გამოცდილებით. "გაწელვები (stretching) ყოველთვის იყო ჩემი პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ როგორ შეუძლია გაწელვებს არა მხოლოდ სხეულის, არამედ საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება."

ელვარა გულაშვილი
ბოდი ბალეტი
ელვარა გულაშვილი

ბოდი ბალეტის, პილატესისა და გაწელვების სერტიფიცირებული მწვრთნელი 15 წლიანი გამოცდილებით. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში, ბალერინა და მუსიკალური თეატრის სოლისტი.

ქეთი ზაზანაშვილი
ზუმბა
ქეთი ზაზანაშვილი

ზუმბას პირველი ლიცენზირებული ინსტრუქტორი საქართველოში. ინკლუზიური საცეკვაო დასის ხელმძღვანელი.

გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეები
ჰიპ-ჰოპი
გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეები

ტყუპი ძმები, პროფესიონალი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, "Twincity Dance Studio"-ს დამფუძნებლები არიან. მათ საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც პოპულარული მეგა-შოუს — „შენ შეგიძლია ცეკვის“ ქორეოგრაფებს. მათი შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური სტილითა და პროფესიონალიზმით, რაც საფუძვლად დაედო მათ საცეკვაო სტუდიას.

თეკო კოკაია
ვარჯიშები
ზუმბა
თეკო კოკაია

თეკო ჯგუფური ვარჯიშების, ზუმბასა და აერობიკის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია. ამავდროულად, იგი მუშაობს როგორც პერსონალური მწვრთნელი, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომითა და პროფესიული მხარდაჭერით დაეხმაროს სასურველი შედეგის მიღწევაში.