მთლიანი სხეული, მუცლის პრესი
მთლიანი სხეული, მუცლის პრესი

ვარჯიშითა და ცეკვებით მოიყვანე მთლიანი სხეულის ტონუსში, განივითარე მოქნილობა და გაიუმჯობესე სისხლის მიმოქცევა. ზოგიერთი ვარჯიში პირდაპირ მუცლის კუნთებზეა ორიენტირებული, თუმცა, ნებისმიერი სხვა მოძრაობის დროსაც ეცადე, მუცელი დაჭიმული გქონდეს - ასე შედეგს ბევრად უფრო სწრაფად დაინახავ და თავად დარწმუნდები, რამდენად ეფექტურია. ამ კატეგორიაში ზუმბას მოკლე ვიდეო გაკვეთილებიც გელოდება. შეგიძლია გამოიყენო როგორც გახურებისათვის, ასევე ვარჯიშის შემდეგ, რომ მუსიკის თანხლებით სიამოვნებით განიმუხტო. ვიდეოს ყურებისას შეიძლება მარტივად მოგეჩვენოს, თუმცა ჯობია თავად სცადო - მოძრაობაში ნამდვილად იგრძნობ ენერგიას და პოზიტივს.